კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინოს კომბოსთან
ვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინოს კომბოსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას.
კონსტანტინოს კომბოსმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ გზაზე კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა.
კონსტანტინე ქვაჩაკიძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვა.