კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა მის უნეტარესობა ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან მთავარეპისკოპოსთან გიორგი III.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და კვიპროსის ქრისტიანულ კავშირებს. მაღალი შეფასება მისცეს ორი ეკლესიის ურთიერთობას.
მისმა უნეტარესობამ მიულოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის შიო III-ის აღსაყდრება და მაღალი დონის მჭიდრო ურთიერთკავშირის შენარჩუნებისა და ვიზიტების გაცვლის მზაობა გამოთქვა.
აღინიშნა მართლმადიდებლური მრწამსის და ეკლესიის ისტორიულად დიდი წვლილი ორი ერის ურთიერთობაში და იმედი გამოითქვა რომ ეკლესია ახლაც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ორი სახელწმიფოსა და ხალხის დაახლოებაში.
საუბარი შეეხო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
მისმა უნეტარესობამ საელჩოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სამომავლო საქმიანობაში.