კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელთან ლინა კასიანიდუსთან.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელთან ლინა კასიანიდუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში, მათ შორის არქეოლოგიის მიმართულებით არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.