Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კვიპროსის რესპუბლიკაში მოქმედ საკვირაო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კვიპროსის რესპუბლიკაში მოქმედ საკვირაო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის აღსაზრდელებმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, ქართული ენის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ქრისტიანობის და საქართველოს გეოგრაფიულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარუდგინეს.

ღონისძიების დასასრულს სკოლის ხელმძღვანელობამ და ქართულმა სამრევლომ სკოლის აღსაზრდელებს სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები უსახსოვრეს.

საქართველოს საელჩომ სკოლის მოსწავლეებს სპეციალურად უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები და ქართული ენის შესახებ შემეცნებითი ბროშურები გადასცა საჩუქრად.