2021 წლის 13 დეკემბერს გაიმართა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეიმურაზ კეკელიძის შეხვედრა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქალბატონ ანიტა დემეტრიუსთან.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყნის საკანონმდებლო უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების აუცილებლობას, მათ შორის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების საშუალებით. წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა დაუდასტურა ქართულ მხარეს მზაობა უმასპინძლოს ნიქოზიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს.
საუბრისას ასევე აღინიშნა, მომავალ წელს, კვიპროსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზანშეწონილობა.