Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე

მოგესალმებით კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საელჩოს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ, მიიღოთ მოკლე ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სახელმწიფო პრიორიტეტების, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აგრეთვე მოიძიონ საკონსულო ინფორმაცია.

საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წელს. 2005 წლიდან კი კვიპროსზე საქართველოს საელჩო გაიხსნა.

საქართველოსა და კვიპროსს შორის პრეისტორიული ურთიერთობები არსებობს, ჩვენს ხალხებს საერთო კულტურული, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებები აერთიანებს.

კვიპროსის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი სიახლოვე ძველი ევროპის მწიგნობრულ და რელიგიურ ცენტრებთან, ოდითგანვე იზიდავდა ქართველებს, შემთხვევითი არაა, რომ შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული კულტურული ცენტრი სწორედ კვიპროსზე, დაბა იალიაში დაარსდა და აგრძელებდა ფუნქციონირებას ასწლეულების განმავლობაში. საქართველო კვიპროსთან ერთად ევროპული ოჯახის, ევროპული თანამეგობრობის უძველესი წევრია და ჩვენი ლტოლვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ იმ ღირებულებათა სისტემაში დაბრუნებაა, რომელსაც ბუნებრივად მივეკუთვნებით და რომელსაც ისტორიულმა ქარტეხილებმა დროებით მოგვწყვიტა.

საქართველოს და კვიპროსს კულტურისა და ისტორიის გარდა თანამედროვე გამოწვევებიც აერთიანებს, ჩვენი სურვილია სამართლიანობის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებზე დაყრდნობით მოვაგვაროთ ჩვენს წინ არსებული გამოწვევები. საქართველოს და კვიპროსს, როგორც მსოფლიოს თანამეგობრობის ღირსეულ წევრებს, მჭიდრო პარტნიორობა მართებთ გლობალური პრობლემების დასაძლევად, უსაფრთხოების, გრძელვადიანი მშვიდობის თუ ეკონომიკური კეთილდღეობის დასამყარებლად.

კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით, თქვენი სტუმრობა საელჩოს ვებ-გვერდზე ჩვენთვის ყოველთვის სასიხარულო და მისასალმებელია.